Friday, December 14, 2012

ოიდიპოსის კომპლექსის კონცეფციური მიმოხილვა



იმისათვის,რომ ნათელი გავხადო ოიდიპოსის კომპლექსის მნიშვნელობა პსიქოლოგიაში,უპირველად უნდა განვიხილოთ მისი მითოლოგიური ისტორია,რომელმაც მისცა სახელწოდება ამ ფენომენს.
ოიდიპოსი იყო თებეს მეფის, ლაიოსისა და იოკასტას შვილი. იმისათვის,რომ თავიდან აეცილებინა ორაკულის წყევლა,რომელმაც უთხრა,რომ თავისივე შვილი მოკლავდა,ლაიოსმა ბავშვი მისცა მწყემსს,რათა წაეყვანა ის ციტერონის მთებში,დაემტვრია მისთვის ფეხები და მოეკლა.ოიდიპოსი გადაარჩინა სხვა მწყესსმა და ის წაიყვანა კორინთოს მეფესთან.საკუთარი წარმომავლობის ძიებისას,მან მიმართა ორაკულს,რომელმაც უთხრა,რომ იგი მოკლავდა მამამისს და იქორწინებდა საკუთარ დედაზე.თებეს გზაზე ის კლავს უცნობს გაუგებრობის გამო,რომელიც მამამისი აღმოჩნდება.
ამასობაში,სფინქსი ნადირობა თებეს რეგიონზე,რომლის მეფეც იოკასტას ძმა,კრეოინი იყო.ერთადერთი,ვისაც შეეძლო სფინქსის ენიგმური საქციელისთვის ეპასუხა იყო ადამიანი,რომელიც უნდა გამხდარიყო მეფე და ექორწინა თებეს მეფის დაზე,იოკასტაზე.ოიდიპოსი მიხვდა სფინქსის შეკითხვას,ის გახდა თებეს მმართველი და ცოლად შეირთო იოკასტა,საკუთარი დედა.მათ ყავდათ ოთხი შვილი.მოგვიანებით,როდესაც თებეს რეგიონი ნადგურდებოდა შავი ჭირით,ორაკულმა ეს სასჯელი დააბრალა იმ ფაქტს,რომ ლაიოსის მკვლელი ჯერ კიდევ არ იყო დასჯილი.ოიდიპოსმა აღმოაჩინა,რომ ის იყო მკვლელი საკუთარი მამის.მან დაითხარა თვალები და გადაიხვეწა,ხოლო იოკასტამ თავი ჩამოიხრჩო.
ფსიქოლოფიაში,ზიგმუნდ ფროიდის მიერ აღწერილი ოიდიპოსის კომპლექსი,ვლინდება დაახლოებით სამი წლის ასაკში და გამოხატავს ბავშვი ძლიერ დამოკიდებულებას საპირისპირო სქესის მშბლის მიმართ,როდესაც იმავე სქესის მშობელს აღიქვამს,როგორცკონკურენტს.“ნორმალური ოიდიპოსის კომპლექსის ფაზის დროის,ჩვენ ვიგებთ,რომ ბავშვი ,მოწყალედაა მიბმული საპირისპირო სქესის მშობელთან,როდესაც ურთიერთობა იმავე სქესის მშობელთან კონკურენტულია.ბიჭის შემთხვევაში,თავისი სიყვარულის პირველი ობიექტი იყო დედა და ის რჩება კიდეც,მაგრამ ეროტიული სურვილებისა და ღრმა გამჭრიახობის გაძლიერებასთან ერთად,შემქმნელი მიჩნეულია თავის კონკურენტად.“(ფროიდი,1975:83)
დაახლოებით ხუთი წლის ასაკში,ბიჭის ემოციური საჭიროება დედისადმი,წარმოაჩენს მის ახალ თვისებებს.პატარა თანამემამული მომეტებში გამოაშკარავებს თავის თავს,როგორც „პატარა კაცს“ და მართლაც,“პატარა საყვარლად“.გრძნობები დედისადმი დაუკმაყოფილებელი და ვნებიანია.ამავდროულად,ის გამოხატავს მტრულ დამოკიდებულებას ყველა მეტოქისადმი,მაგრამ განსაკუთრებით მამრი მშობელი-მეტოქისადმი.
ოიდიპოსის კომპლექსი,კარლ გუსტავ იუნგის მიხედვით,მიჩნეულია,როგორც ბავშის პრიმიტიული სიყვარული საკვების მომწოდებელი- დედისადმი,რომელიც სექსუალურად შეიფერება მხოლოდ პრე-პუბერტული ფაზის დროს.თუმცა,კომპლექსი არ არის უნივერსალური,მაგრამ კონტინგენტი დამოკიდებულია გარკვეულ შემთხვევებზე,რომლებიც გავლენას ახდენს დედის ხასიათსა და ემოციურ ურთერთობაზე შვილთან(ბიჭი) და ქმართან:მაგალითად,მიტოვებული ცოლი გადაჭარბებულ მზრუნველობასა და სიყვარულს გამოიჩენს თავისი შვილის(ბიჭი) მიმართ.
ფერნინჩელი აღნიშნავს,რომ ადამიანის ბავშობა ბიოლოგიურად უფრო უმწეობა,ვიდრე სხვა დანარჩენი ძუძუმწოვრების შთამომავლობისა და გამომდინარე აქედან,საჭიროებს ხანგრძლივ მზრუნველობასა და სიყვარულს.“ის ყოველთვის მოითხოვს სიყვარულს დაწყებული კვებიდან,მის ირგვლივ არსებული მოზარდების დაცვით და განავითარებს სიძულვილსა და ეჭვიანობას იმ ადამიანების მიმართ,ვინც მის სიყვარულს უგულვებელყოფს.თუ ამას ოიდიპოსის კომპლექსი ქვია,მაშინ ოიდიპოსის კომპლექსი ბიოლოგიურად აღმოჩენილია“(ბრაუნი,1979:80)
გარდა ამისა,ის ამატებს,რომ ფროიდისეული კომბინაცია გენიტალური სიყვარულისა საპირისპირო სქესის მშობლისადმი და მომაკვდინებელი,ეჭვიანი სურვილები იმავე სქესის მშობლის მიმართ,ემოციური დამოკიდებულებების უაღრესად ინტეგრირებული კომბინაციაა,რაც ინფანტილური სექსუალობის გრძელი განვითარების კულმინაციაა. ამ შემთხვევაში,ოიდიპოსის კომპლექსი უეჭველად ოჯახის გავლენის პროდუქტია.
ფროიდის ინტერპრეტაციაში,მამრი ოიდიპოსის კომპლექსი გადაჭრილია კასტრაციის კომპლექსით და დანებებულია კასტრაციის შფოთის გამო,როდესაც მდედრი ოიდიპოსის კომპლექსი გამოწვეულია კასტრაციის კასტრაციის კომპლექსით,რომელიც გოგოების სიყვარულს მიმართავს მამისკენ და უარყოფს დედას.ბევრ შემთხვევაში,გოგოს განვითარება,განსაკუთრებით მისი ფსიქოლოგიურ ასპექტი ბიჭი განვითარების მსგავსია,თუმცა არა სრულიად პარალელური.სავარაუდოდ,გოგო თავის ინფანტილურ პერიოდში უფრო ინტენსიურია ვიდრე ბიჭი თავის მიკერძოებულ სიყვარულში საპირისპირო სქესის მიმართ,მაგრამ არაა სრულიად გარკვეული,მდედრი ოიდიპოსის(ან ელექტრას) რეაქცია მამის მიმართ აღწევს თუ არა განსაზღვრულ კრიზისულ,რეპრესირებულ პერიოდს იმავე ასაკში,როდესაც იმავე ხდება ბიჭებთან.მოწიფულობის ასაკიდან აქ გაურკვევლობა ნაკლებია.
ორივე სქესში,ოიდიპოსის კომპლექსი მოდის,როგორც სექსუალური ინფანტილობის კულმინაცია და ამ პერიოდის მისწრაფებების დაძლევა მოზარდი სექსუალობის მისაღწევად,აუციელებელია ნორმალობისთვის,მაშინ როდესაც გაურკვეველი შენარჩუნება ოიდიპოსის კომპლექსის ტენდენციებისა,დამახასიათებელია ტიპური ნერვოზული გონებისთვის.და სწორედ ეს არის ხასიათის ის შემთხვევა,რომელიც მოგვიანებით გაანალიზებული იქნება ამ ფურცელზე.“ოიდიპოსის შემთხვევა არის ნერვოზიანების ბირთვული კომპლექსი,რომელიც წარმოადგენს მთავარი შიგთავსის ნაწილს,(...)თუმცა ის შემდგომ ახლდენს გავლენას;ის ვარჯიშობს,რომ გადამწყვეტი ზეგავლენა იქონიოს მოზარდის სექსუალობაზე.ყოველი ახალი დაბადება ამ პლანეტაზე ოიდიპოსის კომპლექსის დაძლევის საკითხის წინაშე დგება;ნებისმიერი,ვინც ამას ვერ შეძლებს,ხდება ნერვოზის მსხვერპლი.“(ფროიდი)
ოიდიპოსის კომპლექსი გამორჩეული მახასიათებელია მსოფლიო ლიტერატურისა,დაწყებული ანტიკური ბერძნული თეატრიდან(სოფოკლე,ევრიპიდესი),შექსპირის
ტრაგედიის(ჰამლეტი),ფრანგული კლასიციზმისა(ვოლტერი) და სხვადასხვა თანამედროვე მწერლების ჩათვლით:ანდრე გიდი,ჟან კოკტო,ჯეიმს ჯოისი,მაქს ფრიში,ფრენკ ო კონორი


No comments:

Post a Comment