ოიდიპოსის კომპლექსი ფსიქოანალიზში
Thursday, December 20, 2012
ოიდიპოსის კომპლექსი (სოფოკლეს ტრაგედიის “ოიდიპოსის მეფის” გმირის სახელის მიხედვით) ფსიქოანალიტიკური წარმოდგენა 3-4 წლის ასაკის ბავშვის მშობლებისადმი ემოციონალური დამოკიდებულებების თავისებურებების შესახებ. ზ.ფროიდის თანახმად, ეს არის ბავშვური განცდების კომპლექსი, რომელიც შედგება ბიჭის ლტოლვისაგან დედის მიმართ, რასაც თან ახლავს ეჭვიანობა და არაკეთილმოსურნეობა მამის მიმართ. გოგონებთან ეს ხასიათდება განსაკუთრებული მიჯაჭვულობით მამასთან, სექსუალური ლტოლვის მისადმი მიმართვით და ეწოდება ელექტრას კომპლექსი. მოგვიანებით ეს კომპლექსი განიდევნება არაცნობიერში, ის მამაკაცებისათვის უნივერსალურია და განსაზღვრავს მათი სექსუალობისა და ნევროტიზმის ბევრ ასპექტს. ოიდიპოსი – ძველბერძნულ მითოლოგიაში ფიბიის მეფე. ტრაგედიის თანახმად, ლაიმ (ოიდიპოსის მამამ), რომელსაც უწინასწარმეტყველეს საკუთარი შვილის ხელით სიკვდილი, ბრძანა შვილის ცხოველებისათვის შესაჭმელად მიგდება. მწყემსების მიერ გადარჩენილი ბავშვი მოხვდა კორინთოს მეფე პოლიბთან, რომელმაც ოიდიპოსი საკუთარი შვილივით გაზარდა. მოწიფულობის ასაკის მიღწევისას ოიდიპოსმა ორაკულებისგან შეიტყო, რომ მას უწერია მოკლას მამა და ცოლად შეირთოს დედა. ოიდიპოსმა ვერ გაბედა კორინთოში დაბრუნება, რადგან მას მშობლიურად თვლიდა და დაიწყო მოგზაურობა. გზაში ჩხუბის დროს მან მოკლა უცნობი, წარჩინებული მამაკაცი (ეს იყო ლაი). სფინქსის გამოცანის გამოცნობით ოიდიპოსმა გაანთავისუფლა ფიბია და ამის გამო, აღიარეს ფიბიის მეფედ, ამავდროულად დაქვრივებული იოკასტის (დედის) ქმრად. დაახლოებით 20 წელი იცხოვრა ოიდიპოსმა ბედნიერად და აზრადაც არ მოსდიოდა, რომ დელფიელი ორაკულის წინასწარმეტყველება ახდა. როდესაც ფიბიაში ეპიდემია დაიწყო და დელფის ორაკულმა იწინასწარმეტყველა, რომ მხოლოდ ლაის მკვლელის გაძევება გადაარჩენდა ქალაქს, ოიდიპოსმა მაშინ გაიგო თავისი დანაშაულის შესახებ. მან თავი დაიბრმავა და განდეგილად წავიდა, იოკასტამ თავი მოიკლა. ასეთია მითი ოიდიპოსზე. მსგავსი ლეგენდები გავრცელებულია ბევრ ხალხთან. ოიდიპოსის სასჯელი გამოხატავს ღრმა წარსულიდან მომავალ, პირდაპირ ნათესავებს შორის საქორწინო ურთიერთობების აკრძალვებს (იხ.ინცესტი). ფროიდის მიხედვით, ოიდიპოსის კომპლექსი წარმოადგენს კაცობრიობის ისტორიის საფუძველსა და არსს. უხსოვარ დროში ადამიანი ცხოვრობდა ყველა მამაკაცის ყველა ქალთან პრომისკუიტეტის სიტუაციაში. ამ საზოგადოებაში წინამძღოლი, რომელიც ყველაზე ძლიერი იყო, ითვისებდა ყველა მდედრს, რომელნიც შეიძლება ყოფილიყვნენ დანარჩენი მამრების დედები, ცოლები და დები. თვითონ წინამძღოლი კი გვევლინებოდა პირველყოფილი საზოგადოების ყველა მამრის მამად. ერთხელ, დამცირებულმა მამრებმა მოკლეს წინამძღოლი-მამა და გადაწყვიტეს ეკზოგამიის შემოღება (სისხლისმიერ ნათესავებს შორის ქორწინებისა და სქესობრივი ურთიერთობების აკრძალვა). ფროიდი თვლიდა, რომ ეკზოგამიის შემოღებამ სათავე დაუდო საზოგადოებრივი მორალის და ადამიანური საზოგადოების სახელმწიფოებრივ ორგანიზაციას. პირველყოფილი ძმები, მამის მოკვლის შემდეგ, განიცდიდნენ ურთიერთსაწინააღმდეგო გრძნობებს, რომელიც ზოგჯერ გვხვდება ნევროტიკებთან და ბავშვებთან – სიძულვილი და მეტოქეობის განცდა მამასთან მიმართებაში და მისით აღფრთოვანება, აღმოცენდა დანაშაულისა და მონანიების განცდით. ჩადენილი დანაშაულის გაცნობიერებამ გამოიწვია ტაბუს (აკრძალვა) დაწესება ინცესტზე და მამის მოკვლაზე. ფროიდის ფსიქოანალიტიკური მიდგომა გულისხმობს, რომ ცივილიზაციის გარიჟრაჟზე ჩადენილი დანაშაულის განცდა ფარულად არსებობს ყველა ადამიანში. ამაზეა დაფუძნებული მთელი თანამედროვე კულტურა თავისი მორალით და სხვადასხვა შეზღუდვებით. უნდა ითქვას, რომ ეს მოსაზრებები აბსოლუტური არ არის, რადგან წინააღმდეგობაში მოდის თანამედროვე მეცნიერების ზოგიერთ მონაცემთან. (იხ.ფროიდიზმი). კლინიკურ და ფსიქოლოგიურ პრაქტიკაში შეიძლება ხშირად შევხვდეთ ოიდიპოსის კომპლექსის სიმბოლურ გამოვლინებას (ქალებისათვის ელექტრას კომპლექსს). მაგალითად, სექსუალური პარტნიორის შერჩევისას მნიშვნელოვან როლს თამაშობს ის თვისებები და თავისებურებები, რომელიც საწინააღმდეგო სქესის მშობლისთვისაა დამახასიათებელი, უმეტესწილად ეს კანონზომიერება ადამიანის მიერ არ ცნობიერდება. საკამათოდ რჩება ფსიქოანალიტიკური მოსაზრება იმის შესახებ, რომ ოიდიპოსის კომპლექსი ყველასათვის უნივერსალურია.
psycho-sexual infantile
იმისათვის,რომ ნათელი გავხადო ოიდიპოსის კომპლექსის მნიშვნელობა პსიქოლოგიაში,უპირველად უნდა განვიხილოთ მისი მითოლოგიური ისტორია,რომელმაც მისცა სახელწოდება ამ ფენომენს.
ამასობაში,სფინქსი ნადირობა თებეს რეგიონზე,რომლის მეფეც იოკასტას ძმა,კრეოინი იყო.ერთადერთი,ვისაც შეეძლო სფინქსის ენიგმური საქციელისთვის ეპასუხა იყო ადამიანი,რომელიც უნდა გამხდარიყო მეფე და ექორწინა თებეს მეფის დაზე,იოკასტაზე.ოიდიპოსი მიხვდა სფინქსის შეკითხვას,ის გახდა თებეს მმართველი და ცოლად შეირთო იოკასტა,საკუთარი დედა.მათ ყავდათ ოთხი შვილი.მოგვიანებით,როდესაც თებეს რეგიონი ნადგურდებოდა შავი ჭირით,ორაკულმა ეს სასჯელი დააბრალა იმ ფაქტს,რომ ლაიოსის მკვლელი ჯერ კიდევ არ იყო დასჯილი.ოიდიპოსმა აღმოაჩინა,რომ ის იყო მკვლელი საკუთარი მამის.მან დაითხარა თვალები და გადაიხვეწა,ხოლო იოკასტამ თავი ჩამოიხრჩო.
ფსიქოლოფიაში,ზიგმუნდ ფროიდის მიერ აღწერილი ოიდიპოსის კომპლექსი,ვლინდება დაახლოებით სამი წლის ასაკში და გამოხატავს ბავშვი ძლიერ დამოკიდებულებას საპირისპირო სქესის მშბლის მიმართ,როდესაც იმავე სქესის მშობელს აღიქვამს,როგორცკონკურენტს.“ნორმალური ოიდიპოსის კომპლექსის ფაზის დროის,ჩვენ ვიგებთ,რომ ბავშვი ,მოწყალედაა მიბმული საპირისპირო სქესის მშობელთან,როდესაც ურთიერთობა იმავე სქესის მშობელთან კონკურენტულია.ბიჭის შემთხვევაში,თავისი სიყვარულის პირველი ობიექტი იყო დედა და ის რჩება კიდეც,მაგრამ ეროტიული სურვილებისა და ღრმა გამჭრიახობის გაძლიერებასთან ერთად,შემქმნელი მიჩნეულია თავის კონკურენტად.“(ფროიდი,1975:83)
დაახლოებით ხუთი წლის ასაკში,ბიჭის ემოციური საჭიროება დედისადმი,წარმოაჩენს მის ახალ თვისებებს.პატარა თანამემამული მომეტებში გამოაშკარავებს თავის თავს,როგორც „პატარა კაცს“ და მართლაც,“პატარა საყვარლად“.გრძნობები დედისადმი დაუკმაყოფილებელი და ვნებიანია.ამავდროულად,ის გამოხატავს მტრულ დამოკიდებულებას ყველა მეტოქისადმი,მაგრამ განსაკუთრებით მამრი მშობელი-მეტოქისადმი.
ოიდიპოსის კომპლექსი,კარლ გუსტავ იუნგის მიხედვით,მიჩნეულია,როგორც ბავშის პრიმიტიული სიყვარული საკვების მომწოდებელი- დედისადმი,რომელიც სექსუალურად შეიფერება მხოლოდ პრე-პუბერტული ფაზის დროს.თუმცა,კომპლექსი არ არის უნივერსალური,მაგრამ კონტინგენტი დამოკიდებულია გარკვეულ შემთხვევებზე,რომლებიც გავლენას ახდენს დედის ხასიათსა და ემოციურ ურთერთობაზე შვილთან(ბიჭი) და ქმართან:მაგალითად,მიტოვებული ცოლი გადაჭარბებულ მზრუნველობასა და სიყვარულს გამოიჩენს თავისი შვილის(ბიჭი) მიმართ.
ფერნინჩელი აღნიშნავს,რომ ადამიანის ბავშობა ბიოლოგიურად უფრო უმწეობა,ვიდრე სხვა დანარჩენი ძუძუმწოვრების შთამომავლობისა და გამომდინარე აქედან,საჭიროებს ხანგრძლივ მზრუნველობასა და სიყვარულს.“ის ყოველთვის მოითხოვს სიყვარულს დაწყებული კვებიდან,მის ირგვლივ არსებული მოზარდების დაცვით და განავითარებს სიძულვილსა და ეჭვიანობას იმ ადამიანების მიმართ,ვინც მის სიყვარულს უგულვებელყოფს.თუ ამას ოიდიპოსის კომპლექსი ქვია,მაშინ ოიდიპოსის კომპლექსი ბიოლოგიურად აღმოჩენილია“(ბრაუნი,1979:80)
გარდა ამისა,ის ამატებს,რომ ფროიდისეული კომბინაცია გენიტალური სიყვარულისა საპირისპირო სქესის მშობლისადმი და მომაკვდინებელი,ეჭვიანი სურვილები იმავე სქესის მშობლის მიმართ,ემოციური დამოკიდებულებების უაღრესად ინტეგრირებული კომბინაციაა,რაც ინფანტილური სექსუალობის გრძელი განვითარების კულმინაციაა. ამ შემთხვევაში,ოიდიპოსის კომპლექსი უეჭველად ოჯახის გავლენის პროდუქტია.
ფროიდის ინტერპრეტაციაში,მამრი ოიდიპოსის კომპლექსი გადაჭრილია კასტრაციის კომპლექსით და დანებებულია კასტრაციის შფოთის გამო,როდესაც მდედრი ოიდიპოსის კომპლექსი გამოწვეულია კასტრაციის კასტრაციის კომპლექსით,რომელიც გოგოების სიყვარულს მიმართავს მამისკენ და უარყოფს დედას.ბევრ შემთხვევაში,გოგოს განვითარება,განსაკუთრებით მისი ფსიქოლოგიურ ასპექტი ბიჭი განვითარების მსგავსია,თუმცა არა სრულიად პარალელური.სავარაუდოდ,გოგო თავის ინფანტილურ პერიოდში უფრო ინტენსიურია ვიდრე ბიჭი თავის მიკერძოებულ სიყვარულში საპირისპირო სქესის მიმართ,მაგრამ არაა სრულიად გარკვეული,მდედრი ოიდიპოსის(ან ელექტრას) რეაქცია მამის მიმართ აღწევს თუ არა განსაზღვრულ კრიზისულ,რეპრესირებულ პერიოდს იმავე ასაკში,როდესაც იმავე ხდება ბიჭებთან.მოწიფულობის ასაკიდან აქ გაურკვევლობა ნაკლებია.
ორივე სქესში,ოიდიპოსის კომპლექსი მოდის,როგორც სექსუალური ინფანტილობის კულმინაცია და ამ პერიოდის მისწრაფებების დაძლევა მოზარდი სექსუალობის მისაღწევად,აუციელებელია ნორმალობისთვის,მაშინ როდესაც გაურკვეველი შენარჩუნება ოიდიპოსის კომპლექსის ტენდენციებისა,დამახასიათებელია ტიპური ნერვოზული გონებისთვის.და სწორედ ეს არის ხასიათის ის შემთხვევა,რომელიც მოგვიანებით გაანალიზებული იქნება ამ ფურცელზე.“ოიდიპოსის შემთხვევა არის ნერვოზიანების ბირთვული კომპლექსი,რომელიც წარმოადგენს მთავარი შიგთავსის ნაწილს,(...)თუმცა ის შემდგომ ახლდენს გავლენას;ის ვარჯიშობს,რომ გადამწყვეტი ზეგავლენა იქონიოს მოზარდის სექსუალობაზე.ყოველი ახალი დაბადება ამ პლანეტაზე ოიდიპოსის კომპლექსის დაძლევის საკითხის წინაშე დგება;ნებისმიერი,ვინც ამას ვერ შეძლებს,ხდება ნერვოზის მსხვერპლი.“(ფროიდი)
ოიდიპოსის კომპლექსი გამორჩეული მახასიათებელია მსოფლიო ლიტერატურისა,დაწყებული ანტიკური ბერძნული თეატრიდან(სოფოკლე,ევრიპიდესი),შექსპირის
ტრაგედიის(ჰამლეტი),ფრანგული კლასიციზმისა(ვოლტერი) და სხვადასხვა თანამედროვე მწერლების ჩათვლით:ანდრე გიდი,ჟან კოკტო,ჯეიმს ჯოისი,მაქს ფრიში,ფრენკ ო კონორი.
გენდერულ კვლევებზე, კერძოდ კი, გენდერული იდენტიფიკაციისა და გენდერული სხვაობების გაგებაზე უდიდესი გავლენა მოახდინა ზ.ფროიდის (Freud) ფსიქოანალიზურმა თეორიამ. ფროიდი იყო პირველი ფსიქოლოგი, რომელმაც პიროვნების თეორიის ცენტრში მოაქცია ბიოლოგიური სქესი და ხაზი გაუსვა მის მნიშვნელოვან როლს განვითარების პროცესში.
მართალია, ფროიდი გენდერის მკვლევართა რიცხვს არ მიეკუთვნება და თვით გენდერის მეცნიერული ტერმინიც არ არსებობდა ამ დროისათვის, მაგრამ მან პირველმა ახსნა პიროვნების სქესობრივი იდენტიფიკაციისა და სქესობრივი სხვაობების ჩამოყალიბების პროცესი. ამდენად, ფროიდმა მნიშვნელოვანწილად განსაზღვრა გენდერის ფენომენის მეცნიერთა ყურადღების ცენტრში მოქცევა. მისმა შეხედულებებმა საფუძველი ჩაუყარა გენდერის მეცნიერული კვლევის ობიექტად ჩამოყალიბებას. სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვნია სქესობრივი იდენტიფიკაციის მექანიზმის ფროიდისეული გაგების განხილვა.
ზ.ფროიდის მიდგომა სქესობრივი იდენტიფიკაციისადმი ეფუძნება ბავშვის ფსიქოსექსუალური განვითარების მის მიერ გამოყოფილ სტადიებს. კერძოდ, ფროიდის თეორიის მიხედვით სქესობრივი იდენტიფიკაციისა და სქესობრივი სხვაობების ფორმირების მექანიზმი ბავშვის ფსიქოსექსუალური განვითარების პროცესშია ჩადებული. სქესობრივი იდენტურობის განვითარება მიმდინარეობს სტადიების სერიების მიხედვით. ყოველი ეტაპი ხასიათდება ლიბიდური (სექსუალური) ენერგიის კონცენტრაციით სხეულის გარკვეულ ნაწილში. ფსიქოსექსუალური განვითარების I ეტაპზე - ორალურ სტადიაზე ბავშვი აღწევს პრიმიტიულ სექსუალურ დაკმაყოფილებას წოვის საშუალებით. II ეტაპზე - ანალურ სტადიაზე სიამოვნება მიიღწევა დეფეკაციით და ბავშვი კონცენტრირებულია განავლის შეკავებასა და გამოყოფაზე. ფროიდის მიხედვით, ბიჭებისა და გოგონების ფსიქოსექსუალური განვითარება ერთნაირად მიმდინარეობს ამ ორი საწყისი სტადიის განმავლობაში.
ამ სტადიამდე სიყვარულისა და ეროტიკული მიმზიდველობის პირველი ობიექტი როგორც გოგონებისათვის, ასევე ბიჭებისათვის, დედაა. თუმცა, როდესაც ბავშვები მიაღწევენ ფალოსურ სტადიას, მათი ურთიერთობები დედასთან რთულდება. ბიჭებში დედის მიმართ სიყვარული ინცესტად იქცევა და ვითარდება ოიდიპოს კომპლექსი. პატარა ბიჭების სურვილი „ფლობდნენ“ დედას და მასთან ურთიერთობაში „ჩაანაცვლონ“ მამა, იწვევს კასტრაციის შიშს. სწორედ ამ შიშით გამოწვეული სტრესი და შფოთვა ბიჭის შემდგომი განვითარების მამოძრავებელი ძლიერი ძალაა. ბიჭები თავს ართმევენ კასტრაციის შიშს დედის მიმართ სექსუალური ლტოლვისა და მამასთან მტრული დამოკიდებულების განდევნით (არაცნობიერში). ეს ხორციელდება მამასთან იდენტიფიკაციის გზით. ბიჭები ცდილობენ მოაწონონ მამას თავი და გაიზიარონ მისი ღირებულებები. მამასთან იდენტიფიკაცია ბიჭებს საშუალებას აძლევს „ფლობდეს“ დედას, თუმცა არა რეალურად, არამედ - გაშუალებულად (ჩანაცვლებულად). მამასთან იდენტიფიკაციის გზით დაიძლევა ოიდიპოს კომპლექსი და ვითარდება სუპერეგო -მორალური ნორმების სისტემა.
გოგონების განვითარება სხვაგვარად მიმდინარეობს. ფალოსურ სტადიაზე გოგონების მიერ გაკეთებული აღმოჩენა, რომ მათ აკლიათ პენისი, ფროიდის მიხედვით, გოგონათა განვითარებისთვის გადამწყვეტი მომენტია. გოგონას უვითარდება ე.წ. „პენისის შური“. ეს უკანასკნელი გოგონების თვითშეფასებას დიდ დარტყმას აყენებს და მათ არასრულფასოვნების კომპლექსს უყალიბებს. თუმცა დედა არის გოგონების სიყვარულის თავდაპირველი ობიექტი, მაგრამ ისინი სწორედ დედას ადანაშაულებენ პენისის არქონაში და უარს ამბობენ დედის სიყვარულზე. თავიანთ სიყვარულს ისინი მამებისკენ მიმართავენ, რომელთაც აქვთ ის ორგანო, რომელიც მათ და მათ „დეფექტურ“ დედებს არასოდეს ექნებათ. გოგონების „პენისის ფლობის“ სურვილი მამისკენ სიყვარულის წარმართვით არ არის სრულად დაკმაყოფილებული. იგი გარდაიქმნება მამისგან ბავშვის ყოლის სურვილად და მოგვიანებით, ბავშვის ყოლის სურვილად საკუთარი მეუღლისგან. ფროიდის მიხედვით, ქალი სრულიად რეალიზირდება ვაჟიშვილის გაჩენის შემთხვევაში, რადგან იგი ასეთნაირად, ბოლოს და ბოლოს, აღწევს დიდი ხნის სასურველი „პენისის ფლობას“. ამგვარად, პატარა გოგო, რომელიც „პატარა კაცი“ იყო ფსიქოსექსუალური განვითარების პრეოიდიპალურ სტადიაზე, ფალოსური სტადიის გავლის შედეგად ხდება პასიური, მგრძნობიარე და განაყოფიერების მომლოდინე ქალი.
ფროიდის აზრით, განსხვავებით ბიჭებისგან, გოგონები ჩვეულებრივ, წარუმატებლობას განიცდიან სრულად გადაწყვიტონ ოიდიპოს კომპლექსი (ამ სიტუაციას, გოგონების შემთხვევაში შეიძლება ელექტრას კომპლექსი ეწოდოს). გოგონებს აქვთ კრიზისი მათ მიერ პენისის არ ფლობის გამო და მათი ინცესტური მოთხოვნილება მამის მიმართ არის პენისის მოპოვების მცდელობა. ბიჭებისგან განსხვავებით, რომლებიც კასტრაციის შფოთვით არიან მოტივირებულნი გადაჭრან იოდიპოს კომპლექსი, გოგონები თავიანთ თავს უკვე კასტრირებულად განიხილავენ და ამდენად, ნაკლებ შფოთვას განიცდიან. ამიტომ ქალებს ჩვეულებრივ აქვთ ნაკლებად განვითარებული მორალურობის გრძნობათა სისტემა ანუ სუპერეგო.
ზ.ფროიდის მიხედვით, გოგონებში იოდიპოს კომპლექსის ნაწილობრივი ან არასრული დაძლევა ხდება. ეს კი იწვევს ტიპურ ქალურ თვისებების ჩამოყალიბებას, ისეთებს, როგორიცაა, პასიურობა და დედობის სურვილი. ფროიდი აღნიშნავდა, რომ განაყოფიერების სურვილი ასევე მიუთითებს მაზოხიზმზე და სიამოვნებაზე ტკივილისა და ტანჯვისაგან, რადგანაც სექსუალური ურთიერთობები და შვილების გაჩენა შეიძლება ტკივილთან იყოს დაკავშირებული. ამგვარად, ფროიდის მიხედვით, „პენისის შური“ და მისი „ფლობის“ სურვილი ნორმალური ქალურობის ჩამოყალიბების მამოძრავებელი ძალაა. ბიჭისათვის ნორმალური მამაკაცურობის ჩამოყალიბების მამოძრავებელი ძალა კი კასტრაციის შიშია. რაც შეეხება სქესის იდენტიფიკაციის მექანიზმს, იგი, ფროიდის მიხედვით, ოიდიპოს კომპლექსის დაძლევასა და იგივე სქესის მშობელთან იდენტიფიკაციაში მდგომარეობს.
ზ.ფროიდის თეორიამ უდიდესი ზეგავლენა მოახდინა არა მხოლოდ გენდერის, არამედ, საერთოდ ადამიანის შესახებ მეცნიერული აზრის განვითარებაზე. თუმცა, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ მისი თეორია მკაცრი კრიტიკის საგანი გახდა. ყველაზე სერიოზული კრიტიკა ანთროპოლოგების მხრიდან მოდიოდა, რომლებიც ამტკიცებდნენ, რომ ეს თეორია დასავლური კულტურის ჩარჩოებით არის შეზღუდული. კერძოდ, მალინოვსკი მიუთითებდა, რომ ოიდიპოს კომპლექსი არ არის უნივერსალური ფენომენი, როგორც ამას ფროიდი ვარაუდობდა. მალინოვსკი აღნიშნავდა, რომ ოჯახის საბაზო სტრუქტურა (მამა, დედა და შვილი), რომელზეც აგებულია ოიდიპოს კომპლექსი, არ არის დამახასიათებელი ბევრი კულტურისთვის. მაგალითად, ტრობრიანის კუნძულებზე (პაპუა - ახალი გვინეა) ოჯახის უფროსი არა მამა, არამედ - ბიძაა დედის მხრიდან. ამასთან მკაცრი ტაბუ ინცესტზე დადებულია არა ბავშვებისა და მშობლების ურთიერთობებზე, არამედ ძმებსა და დებს შორის ურთიერთობებზე. მალინოვსკი აღნიშნავდა, რომ ასეთ პირობებში ოიდიპოს კომპლექსს სრულიად სხვაგავარი სახე უნდა მისცემოდა.
მართლაც, ტრობრიანის კუნძულების მითების შესწავლისას მალინოვსკიმ აღმოაჩინა, რომ მათ საფუძველს წარმოადგენს დებსა და ძმებს შორის ურთიერთობების მკაცრი ტაბუ. თუმცა მალინოვსკი აკრიტიკებდა ფროიდს ოიდიპოს კომპლექსთან დაკავშირებით, მაგრამ იგი სრულიად იზიარებდა მისი თეორიის ძირითად პრინციპებს. მალინოვსკი იზიარებდა ფროიდის შეხედულებას იმის შესახებაც, რომ განდევნილი სურვილები პროექციებში (მითებში, ფოლკლორში და ა.შ.) ვლინდება, იმ განსხვავებით, რომ ეს პროექციები უნივერსალური კი არ არის, არამედ განსხვავდება კულტურათა მიხედვით.
ფროიდის იდეებმა ნორმალური ფემინური და მასკულინური პიროვნების შესახებ მეტად ფართე გავრცელება პოვა როგორც მის სტუდენტებში, ასევე ფსიქოლოგებსა და სოციალური მეცნიერებების წარმომადგენლებში. მისი მიდგომა გენდერული იდენტიფიკაციისა და გენდერული ტიპირების შესახებ მრავალი ინტერპრეტაციის დასაყრდენი გახდა.
ზ.ფროიდის თეორიის მიმდევარის ჰელენ დაჩის აზრით, გოგონას განვითარების მამოძრავებელ ძალას „პენისის შურის“ უნივერსალური კატეგორია კი არ წარმოადგენს, არამედ ყველა ადამიანისთვის დამახასიათებელი შური იმისა, რაც სხვას აქვს.
ერიკ ერიქსონმა განავრცო ფროიდის განვითარების თეორია. ერიქსონის დამსახურებაა ბავშვის განვითარებაში და იდენტიფიკაციაში ბიოლოგიურ იმპულსებთან ერთად სოციალური ფაქტორების ზეგავლენის მნიშვნელობის ხაზგასმა. ამასთან, ერიქსონის მიხედვით, ქალის გენდერული იდენტიფიკაციის საფუძველს პენისის უქონლობა კი არ წარმოადგენს, არამედ - საშვილოსნოს ქონა. ერიქსონმა ხაზი გაუსვა შინაგანი სივრცის ცნებას. იგი აკვირდებოდა 10-12 წლის ბავშვების თამაშს და დაადგინა, რომ შინაგანი სივრცე გავლენას ახდენს სქესის იდენტიფიკაციაზე. ბავშვებს ეძლეოდათ ადამიანებისა და ცხოველების მინიატურული ფიგურები. მათ სთხოვდნენ, რომ აეგოთ კინოს (ფილმის) სცენა. გოგოს ტიპური სცენა შედგებოდა ინტერიერის სცენისაგან ადამიანებით და ავეჯით. ბიჭის ტიპური სცენა იყო სახლს გარეთ, მორთული კედლებით, ფასადებით და ბოძებით. გოგონების სცენები მშვიდი და სტატიკური იყო, ხოლო ბიჭებისა - აქტიურობისკენ ორიენტირებული. ერიქსონმა პარალელი გაავლო გენდერულ კონსტრუქტიულ თამაშებს შორის განსხვავებებსა და სქესთაბიოლოგიურ განსხვავებებს შორის (ქალის შინაგანი ფაქიზი ორგანოები და კაცის გარეგანი, აქტიური ორგანოები). სწორედ ეს განსხვავებული ორგანოები განსაზღვრავენ, ერიქსონის მიხედვით, ბავშვების განსხვავებულ შინაგან სივრცეს, რომლიც მათი სქესობრივი იდენტიფიკაციის საფუძველია.
ალფრედ ადლერი თვლიდა, რომ ადამიანი უპირველასად სოციალური და არა სექსუალური არსებაა. და ამდენად, მისი ქცევა მოტივირებულია არა ბიოლოგიური ინსტიქტებით, არამედ - სოციალური ინტერესებით. მისი აზრით, მასკულინური დომინანტობა არ არის ბუნებრივი მოვლენა. იგი გამოწვეულია კაცებისა და ბიჭების უფრო მეტი სოციალური ღირებულებით ოჯახსა და საზოგადოებაში.
კარენ ჰორნი თვლიდა, რომ ფროიდის მონაცემები ქალის განვითარების შესახებ ასახავს პატარა ბიჭის აზრებს ქალის ანატომიის შესახებ. თუმცა პატარა ბიჭი შეიძლება უყურებდეს პატარა გოგოს და ფიქრობდეს, რომ მან დაკარგა პენისი, მაგრამ არანაირი საფუძველი არა გვაქვს ვიფიქროთ, რომ გოგოც ასე ფიქრობს. ჰორნი არ ეთანხმებოდა ფროიდს, რომ „პენისის შური“ და კასტრაციის კომპლექსი ქალის განვითარების მნიშვნელოვანი მექანიზმია. იგი აღნიშნავდა, რომ იცნობდა ზუსტად იმდენივე კაცს, რომლებსაც ქალის საშვილოსნოსი შურდათ, რამდენსაც ქალს, რომლებსაც კაცის პენისის შურდათ. იგი თვლიდა, რომ ზოგიერთი კაცის აკვიატებული სწრაფვა მიღწევისაკენ გამოხატავს ქალების უნიკალური შესაძლებლობების (რეპროდუქციული უნარის) ზეკომპენსაციას. სხვაგავარად რომ ვთქვათ, ჰორნის აზრით, საშვილოსნოს შურს მივყევართ ფემინურ კომპლექსამდე.
ჰორნის აზრით, არ არსებობს ქალებსა და მამაკაცებს შორის ბიოლოგიურად დეტერმინიტებული ფსიქოლოგიური სხვაობები. ისინი განპირობებულია გენდერულ იდენტიფიკაციაზე კულტურული ფაქტორების და ქალის სუსტი ბუნების შესახებ იდეოლოგიების დიდი ზეგავლენის გამო.
ბიოლოგიური და კულტურული ფაქტორების გენდერულ იდენტიფიკაციაზე გავლენის შესწავლის თვალსაზრისით მნიშვნელოვანია მ. მიდის კვლევები. ახლი გვინეის 3 განხსვავებული ტომის შესწავლის შედეგად, მან დაადგინა, რომ ქალისა და მამაკაცის სტერეოტიპული თვისებები ყოველთვის არ არის ბიოლოგიური სქესით განპირობებული. სერიოზული კრიტიკის საგანი გახდა, აგრეთვე ქალისა და ქალურობის ფენომენის ფროიდისეული გაგება. ფემინისტური მოძრაობის მიმდევრები ამტკიცებდნენ, რომ ფროიდის დამოკიდებულება ქალებისადმი ვიქტორიანული ეპოქის შეხედულებების ასახვაა. კლარა ტომპსონის აზრით, ფროიდის შეხედულებების შეზღუდულობა ყველაზე კარგად ჩანს „პენისის შურის“ მის კონცეფციაში. კლარა ტომპსონი აღიარებს, რომ გოგონებს შურთ ბიჭების, მაგრამ მისი აზრით, ეს შური ქალების ბიოლოგიური არასრულფასოვნებით კი არ არის გამოწვეული (როგორც ეს ფროიდს აქვს გაგებული), არამედ იმ პრივილეგიებით, რომლებითაც განსხვავებით გოგონებისა და ქალებისაგან, სარგებლობენ საზოგადოებაში ბიჭები და მამაკაცები.
ფროიდის თეორიას აკრიტიკებენ ემპირიული მონაცემების სიმწირის გამოც. კერძოდ, სხვა მკვლევართა მრავალრიცხოვანი ემპირიული მონაცემები გვიჩვენებს, რომ ზნეობრივი გრძნობები ბავშვებს არ უყალიბდებათ სხეულებრივი დაზიანებების მიღების შიშის გამო (იქნება ეს კასტრაციის შიში თუ სხვა ტიპის ფიზიკური დასჯა). მორალური გრძნობები ბავშვს უვითარდება მაშინ, როცა იგი სიყვარულით არის გარშემორტყმული და ცდილობს შეინარჩუნოს ეს სიყვარული. ეს მონაცემები ეხება როგორც ბიჭებს, ასევე გოგონებს.
ფსიქოანალიზის ფემინისტური მიმართულების ზოგიერთი წარმომადგენელი თვლის, რომ ფროიდის თეორია ზედმეტად ინდივიდუალისტურია და მოწყვეტილია სოციალურ გარემოს. ნენსი ჩოდოროუ და ჯესიკა ბენჟამინი აღნიშნავდნენ, რომ შეუძლებელია შევისწავლოთ ადამიანი იზოლირებულად და მხოლოდ მისი ლტოლვები და ეგოფუნქციები გავითვალისწინოთ. მათი აზრით, მნიშვნელოვანია, რომ გენდერული იდენტიფიკაციისა და გენდერული თვისებების ჩამოყალიბების მოდელის აგებისას გათვალისწინებული უნდა იყოს სხვა ადამიანებთან ურთიერთობებიც.
ფროიდის თეორია გაკრიტიკებული იყო იმის გამოც, რომ მისი დებულებები ეხება ბავშვის განვითარებას, მისი დამამტკიცებელი ემპირიული საბუთები კი ზრდასრული ადამიანების კვლევის შედეგადაა მოპოვებული.
ზოგიერთი ფსიქოლოგის აზრით, ფროიდის თეორიას არანაირი ღირებულება არა აქვს, რადგან იგი ძალიან ბუნდოვანი და არაერთმნიშვნელოვანია. კერძოდ, კრიტიკა ეხება ამ თეორიის საფუძველზე ბავშვის განვითარების პროგნოზირების შესაძლებლობებს. ამ ავტორების აზრით, ხშირ შემთხვევებში მას მივყევართ ერთი და იგივე მოვლენის ურთიერთსაწინააღმდეგო ინტერპრეტაციებამდე. მაგალითად, ფრუსტრაციამ ანალურ სტადიაზე შეიძლება გამოიწვიოს ხასიათის ისეთი თვისებების განვითარება, როგორიცაა, აკურატულობა, სისუფთავე და დამჯერობა ან პირიქით - ამბოხისა და არეულობისაკენ მიდრეკილება.
ამგვარად, დასკვნისათვის შეიძლება ითქვას, რომ ზ.ფროიდის თეორიის ფარგლებში გენდერული იდენტიფიკაციის გაგების კრიტიკა ეფუძნება შემდეგ არგუმენტებს: ემპირიული მასალის სიმწირე; პიროვნების ბიოლოგიური ფსქტორებით დეტერმინირებულობა; ქალის მორალურობისა და თვისებების ჩამოყალიბების მოდელის სისუსტე; პიროვნების სოციალურ გარემოსგან მოწყვეტილი გაგება; კულტურული ღირებულებებისა და მათ შორის ოჯახისა და ურთიერთობების კულტურული პრაქტიკების გაუთვალისწინებლობა.
მიუხედავად მრავალრიცხოვანი და სერიოზული კრიტიკისა, ფროიდის თეორიამ უდიდესი გავლენა მოახდინა გენდერის გაგებაზე და მისი, როგორც მეცნიერული კონცეფციის განვითარებაზე. როგორც ზემოთ დავრწმუნდით, ფროიდის ბევრი კრიტიკოსის შეხედულება სწორედ მისი თეორიიდან იღებს სათავეს: მათი უმეტესობა იზიარებს სქესის იდენტიფიკაციის ფროიდისეული გაგების ძირითად პრინციპებს. თუმცა კი, ფროიდის კრიტიკოსები ავსებენ და ანვითარებენ მის მოდელს, სქესის იდენტიფიკაციის მექანიზმში დამატებითი, კულტურული ფაქტორების შემოტანის გზით. ამდენად, ფროიდის თეორია უნდა განვიხილოთ, როგორც გენდერის ფსიქოლოგიის განვითარების ერთ-ერთი სტიმული, მამოძრავებელი ძალა და გენდერის თანამედროვე გაგების მეცნიერული წინაპირობა.
Friday, December 14, 2012
Oedipus
ფსიქოანალიზის თეორიის მიხედვით,ტერმინი ოიდიპოსის კომპლექსი აღნიშნავს იმ ემოციებსა და აზრებს,რომელსაც გონება ინახავს ქვეცნობიერში,დინამიური რეპრესიების მეშვეობით,რომელიც კონცენტრირებულია ბავშის სურვილზე სექსუალურად ფლობდეს დედას და მოკლას მამა. ზიგმუნდ ფროიდი,რომელმაც დააფუძნა ახალი ტერმინი „ოიდიპოსის კომპლექსი“ ფიქრობდა,რომ ოიდიპოსის კომპლექსი, ეს არის სურვილი დედისადმი ორივე სქესსთან მიმართებაში(ის ფიქრობდა,რომ გოგოებს აქვთ ჰომოსექსუალური მიზიდულობა დედისადმი);ფროიდმა გააპროტესტა ტერმინი „ელექტრას კომპლექსი“,რომელიც გაგვაცნო კარლ გუსტავ იუნგმა. ოიდიპოსის კომპლექსი ხდება ხუთი სექსუალური განვითარების დონიდან-1)ორალური,2)ანალური,3)ფალოსური 4)ლატენტური და 5) გენიტალური-(სადაც ლიბიდოს სიამოვნების წყარო არის ჩვილის სხეულისგან განსხვავებული ეროგენული ზონა) მესამე-ფალოსურ ფაზაზე(3-6 წლის ასაკში)
კლასიკურ,ფროიდისეული ფსიქოანალიზის თეორიაში,ბავშვის იდენტიფიცირება იმავე სქესის მშობელთან არის ოიდიპოსის კომპლექსისა და ელექტრას კომპლექსის წარმატებული გადაწყვეტილება;მისი ფსიქოლოგიური გამოცდილების გასაღები მომწიფებული სექსუალური როლისა და იდენტიფიცირების განვითარებაში.მოგვიანებით,ზიგმუნდ ფროიდმა თქვა,რომ გოგოები და ბიჭები თავიანთ კომპლექსებს განსხვავებულად ეპყრობიან და განსხვავებულ გადაწყვეტილებებს იღებენ-ბიჭები განიცდიან კასტრაციის შფოთვას,ხოლოდ გოგოები-პენისის შურს;და ამ წარუმატებელმა გადაწყვეტილებებმა შეიძლება მიგვიყვანოს ნევროზამდე,პედოფილიამდე და ჰომოსექსუალობამდე.მამაკაცები და ქალები,რომელთა სექსუალური განვითარება მიჯაჭვულია ოიდიპოსისა და ელექტრას დონეებს,შეიძლება ჩაითვალონ „დედას მიჯაჭვულად“ და „მამას მიჯაჭვულად“,რადგან მჟღავნდება,რომ სექსუალური პარტნიორი გაგონებს და გაკავშირებს დედასთან ან მამასთან.
როგორც ფროიდისეული მეტაფორა აღწერს შვილს(ბიჭს)-მამის ფსიქოსექსუალურ მეტოქეს დედის მფლობელობისთვის,ოიდიპოსის კომპლექსი სათავეს იღებს ძვ.წ. მე-5 საუკუნიდან-ბერძნული მითოლოგიის პერსონაჟ ოიდიპოსი,რომელიც შემთხვევით კლავს თავის მამას,ლაიოსს,და ქორწინდება თავის დედაზე,იოკასტაზე(„ოიდიპოს მეფე“-სოფოკლე.ძვ.წ.429).როგორც ფსიქიატრმა,ზიგმუნდ ფროიდმა(1856-1939)გამოთქვა აზრი,რომ ოიდიპოსის კომპლექსი არის უნივერსალური,ფსიქოლოგიური ფენომენი.
“მისი ბედი მხოლოდ იმიტომ გვაღელვებს,რომ იგი ჩვენც შეიძლებოდა გვრგებოდა წილად,რადგან ორაკულს ჩვენც მასავიტ დაწყევლილი ვყავართ ჯერ კიდევ დაბადებამდე.როგორც ჩანს,ყოველ ჩვენგანს უწერია,პირველი სექსუალური ლტოლვა დედის მიმართ იგრძნოს,ხოლო პირველი სიძულვილი და ძალმომრეობის სურვილი მამის მიმართ გაუჩნდეს.ჩვენი სიზმრები გვარწმუნებენ,რომ ეს ასეა.”
კლასიკურ,ფსიქოანალიზისეულ თეორიაში,ოიდიპოსის კომპლექსი ხდება სექსუალური განვითარების ფალოსურ დონეზე(3-6 წელი),როდესაც ასევე ხდება ლიბიდოსა და ეგოს ფორმირება,თუმცა ეს ასევე შეიძლება გამომჟღავნდეს ადრეულ ასაკში.
ფალოსურ დონეზე,ბიჭის გადამწყვეტი ფსიქოსექსუალური გამოცდილება არის ოიდიპოსის კომპლექსი-შვილისა(ბიჭი) და მამის შეჯიბრება დედის მოსაპოვებლად.სწორედ სექსუალური განვითარების მესამე დონეზე ბავშვის გენიტალია არის ძირითადი ეროგენული ზონა.თუმცა,როცა ბავშვი შეიცნობს თავის სხეულს,სხვა ბავშვების სხეულებს,მშობლების სხეულებს,ისინი იკმაყოფილებენ ფსიქოლოგიურ ცნობისმოყვარეობას თავიანთი თავის,სხვების და სხვების გენიტალების გამოკვლევით,გაგებით,ანუ მამაკაცისა და ქალის ანატომიური განსხვავებისა და გენდერული განსხვავების შესწავლით.
ფსიქოსექსუალური ინფანტილიზმი-გარდა დედისა,რომელიც მშობელია,უმთავრესად აკმაყოფილებს ბავშვის სურვილს,ბავშვი იწყებს განცალკევებული სექსუალური იდენტირების ფორმირებას-„ბიჭი“,გოგო“-ეს ცვლის მშობლებისა და შვილის ურთიერთობის დინამიკას;მშობლები ხდებიან ინფანტილური ლიბიდონალური ენერგიის ობიექტები.ბიჭი მიმართავს თავის ლიბიდოს(სექსუალური სურვილი) დედისკენ და მამისკენ მიმართავს ეჭვსა და ემოციურ მეტოქეობას-რადგან ეს სწორედ ისაა,ვისაც სძინავს დედასთან.ამასთანავე,რომ გაადვილდეს ერთობა დედასთან,ბიჭის იდის(ეგო და სუპერ ეგო) უნდა,რომ მოკლას მამამისი(როგორც ოიდიპოს მეფემ),მაგრამ პრაგმატულმა ეგომ,რეალობის პრინციპებზე დაფუძნებულმა,იცის,რომ მამა ძლიერია ორ მამრს შორის,რომლებიც ერთმანეთს ეჯიბრებიან დედის დასაუფლებლად.მიუხედავად ამისა,ბიჭი ამბივალენტური რჩება მამის პოზიციის მიმართ ოჯახში,რაც გამოიხატება კასტრაციის შიშით.შიში არის ირაციონალური,ინფანტილური იდის ქვეცნობიერი გამოხატულება.
ფსიქოლოგიური თავდაცვა-ორივე სქესში,თავდაცვითი მექანიზმები უზრუნველყოს იდისა და ეგოს კონფლიქტების გარდამავალ რეზოლუციებს .პირველი თავდაცვითი მექანიზმი არის რეპრესია,მეხსიერების,ემოციური იმპულსებისა და ცნობიერი იდეების დაბლოკვა;თუმცა მისი საქციელი არ წყვესტ იდისა და ეგოს კონფლიქტს. მეორე თავდაცვითი მექანიზმია იდენტიფიცირება,რომლითაც ბავშვი აერთიანებს თავის ეგოს,თავის პიროვნულ ხასიათს იმავე სქესის მშობლის მიმართ.შეჩვევისას,ბიჭი ამცირებს კასტრაციის შფოთს,რადგან მისი მსგავსება მამასთან იცავს მას მამის მრისხანებისგან დედის მეტოქეობისას.გოგო კი ადაპტირებისას,ამსუბუქებს იდენტიფიცირებას დედასთან,რომელიც ხვდება,რომ მდედრებში,არც ერთი მათგანი არ ფლობს პენისს და ამგვარად,არ არიან ანტაგონისტები.
გაუბედავი მამა-შვილის შეჯიბრი დედის ფსიქო-სექსუალური ფლობისთვის,შესაძლოა დასრულდეს ფალოსური დონის ფიქსაციით,რაც ხელს უწყობს ბიჭის აგრესიულ,ამბიციურ,პატივმოყვარე მამაკაცად ჩამოყალიბებას.გამომდინარე აქედან,მშობელთა დამაკმაყოფილებელი მოპყრობა და გადაწყვეტილება ოიდიპოსის კომპლექსისა არის ყველაზე მნიშვნელოვანი მამრი ინფანტილური სუპერ-ეგოს განვითარების პროცესში,რადგან მშობელთან იდენტობით ,ბიჭი იყალიბებს მორალს,ამით,ის ირჩევს საზოგადოებრივი წესების დაცვას,და არა რეფლექსურ მორჩილებას,დასჯის შიშით.
თავდაპირველად ფროიდი თანაბრად იყენებდა ოიდიპოსის კომპლექსის ფსიქოსექსუალურ განვითარებას ბიჭებისათვისაც და გოგოებისთვისაც,მაგრამ მოგვიანებით შეიცვალა თეორიის ქალური ასპექტები,როგორც „მდედრი ოიდიპოსის დამოკიდებულება“ და „ ნეგატიური ოიდიპოსის კომპლექსი“,თუმცა ეს იყო მისი სტუდენტი და თანამშრომელი,კარლ იუნგი,რომელმაც 1913 წელს,ელექტრას კომპლექსი აღწერა,როგორც შვილი გოგოსა და დედის შეჯიბრი მამის ფსიქოსექსუალური ფლობისთვის.
ფალოსურ დონეზე,გოგოს ელექტრას კომპლექსი არის თავისი გადამწყვეტი ფსიქოდინამიური გამოცდილება ფარული სექსუალური იდენტობის(ეგო) ფორმირებაში.როდესაც ბიჭი ავითარებს კასტრაციის შფოთს,გოგო ავითარებს პენისის შურს ანატომიურ ფაქტორზე დაყრდნობილი:პენისი გარეშე,მას არ შეუძლია სექსუალურად ფლობდეს დედას,როგორც ინფანტილური იდი მოითხოვს ამას. შედეგად.გოგო თავის სურვილს მიმართავს მამისკენ,ამგვარად ის ავითარებს ჰეტეროსექსუალურ ქალურობას,რომელიც კულმინირებს ბავშვთან ურთიერთობაში,რაც ანაცვლებს პენისის არარსებობას.გარდა ამისა,ფალოსური დონის შემდეგ,გოგოს ფსიქოსექსუალური განვითარება მოიცავს თავისი ძირეული ეროგენული ზონის გადაცემას ინფანტილური კლიტორიდან მოზრდილ ვაგინამდე.
თუმცა,ფროიდი მიიჩნევდა,რომ გოგოს ნეგატიური ოიდიპოსის კომპლექსი ემოციურად მეტად მძლავრია,ვიდრე ბიჭისა,შედეგად,პოტენციურ,დაუცველი ქალის,მორჩილ პიროვნებას ვიღებს,ამგვარად გაუბედავ ელექტრას კომპლექსს,შვილისა და დედის შეჯიბრს მამის ფსიქოსექსუალური ფლობისთვის,მოივყავართ ფალოსური დონის ფიქსაციისკენ,რაც ხელს უწყობს გოგოს გახდეს ქალი,რომელიც მუდმივად ცდილობს დომინირებდეს მამაკაცზე(პენისის შური),როგორც უჩვეულოდ მაცდური ქალი(მაღალი თვითშეფასების მქონე) ,ასევე უჩვეულოდ მორჩილი ქალი(დაბალი თვითშეფასების მქონე).გამომდინარე აქედან,მშობლების დამაკმაყოფილებელი მოპყრობა და დამოკიდებულა ელექტრას კომპლექსის მიმართ,ყველაზე მნიშნელოვანია მდედრი ინფანტილური სუპერ-ეგოს ჩამოყალიბებაში,რადგან მშობელთან იდენტობით,გოგო იყალიბებს მორალს,ამით,ის ირჩევს საზოგადოებრივი წესების დაცვას,და არა რეფლექსურ მორჩილებას,დასჯის შიშით.
Subscribe to:
Posts (Atom)